საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა მაქს ვებერის ფონდთან

2024 წლის 27 თებერვალს თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა გამართა შეხვედრა მაქს ვებერის ფონდის (MWS) წარმომადგენლებთან.


თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ ფონდის წარმომადგენლებს გააცნო ფაკულტეტის საქმიანობა და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე.


მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორმა ანდრეას ჰილგერმა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს მიაწოდა ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ; მკვლევართა და სტუდენტთა მოკლევადიანი გაცვლითი პროექტების, ერთობლივი საგანმანათლებლო საქმიანობის - ლექციების, ვორქშოფების ან სხვა აკადემიური აქტივობების განხორციელების შესახებ.


შეხვედრისას მხარეებს შორის დაიგეგმა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები, აგრეთვე მემორანდუმის გაფორმება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იურიდიული
ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობასა და მის ინტერნაციონალიზაციას.


შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორი პაატა ტურავა, ასისტენტ-პროფესორი მარიამ ხოფერია, ასისტენტ-პროფესორი სულხან ონიანი, მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორანტი მარიკა ტურავა, კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ის საერთო სამაგისტრო პროგრამის „LL.M. Köln“ კოორდინატორი მარტინ პიაცენა, დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტი რუსუდან ცაგარელი.

თარიღი: 08/03/2024